ირაკლი ბერაია - საფრანგეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ჩვენი ამოცანაა კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები

მადრიდში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საფრანგეთის დელეგაციას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე ისაუბრეს.

"აღინიშნა საქართველოს ნატოში გაწევრების მნიშვნელობა და პროგრესი, რომელიც საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საფრანგეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ჩვენი ამოცანაა ამ ქვეყანასთან კიდევ უფრო გავაღრმაოთ და გავაფართოოთ ურთიერთობები, მათ შორის, განსაკუთრებით ეს ეხება პარლამენტთაშორის ურთიერთობებს", - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, ირაკლი ბერაიასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა