გიორგი ვაშაძე - ეს ხალხი დროზე უნდა მოვიშოროთ, ისინი გახდნენ კოლექტიური ხაინდრავები - მოღალატეები, რომლებიც რუსულ ინტერესს ატარებენ - სამწუხაროდ, ღალატის მასშტაბი არ აქვს წარმოდგენილი საზოგადოებას

ეს ხალხი დროზე უნდა მოვიშოროთ, ისინი გახდნენ კოლექტიური ხაინდრავები - მოღალატეები, რომლებიც რუსულ ინტერესს ატარებენ. სამწუხაროდ, ღალატის მასშტაბი არ აქვს წარმოდგენილი საზოგადოებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ვაშაძე ასევე შეეხო საქართველოსთვის აშშ-ის მიერ გაწეულ ფინანსურ დახმარებას და აღნიშნა, რომ ამერიკული ფულით საქართველოში უამრავი პროექტი ხორციელდება.

„პირში სული ამით [აშშ-ის დახმარებით] გვიდგას. ამერიკას ვედავებით? რა, საწარმოები განავითარეს საქართველოში, სამუშაო ადგილები შექმნეს ტექნოლოგიური მიმართულებით, რამე დიდი ინვესტიციები განხორციელდა და ჩვენ არ ვიცით თუ რა? საიდან მოდის ეს ფული, რითაც გზები, ინფრასტრუქტურა და ყველაფერი კეთდება? ასეთი უმადურობა, დაუფასებლობა და კიდევ იქეთ შეტევაზე გადასვლა? საით მიდის ეს ყველაფერი - საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა გამოსვლის დროს თქვა, რომ ნუ შექმენით ამ კანდიდატის სტატუსისგან რაიმე განსაკუთრებულიო, მერე რა, თუ არ მივიღეთო. მან წარმოგვიდგინა რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი, რუსული სუვერენული დემოკრატიის შინაარსი - ის ქართულ სახელმწიფო ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიასთან. მათი ამოცანა კანდიდატის სტატუსი მიღება რომ არ არის, ეს მათივე სიტყვებიდან ჩანს. პირიქით, მათი ამოცანა არის, რომ გადაგვამტეროს ყველა პარტნიორს - აშშ-ს და ევროპას. პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ მათთვის დიდი არაფერია კანდიდატის სტატუსი. ვინც ფიქრობთ, რომ დიდი არაფერია, დაუჭირეთ მათ მხარი და ვინც არ ეთანხმებით, გავერთიანდეთ და დავდგეთ - ეს ხალხი დროზე უნდა მოვიშოროთ, ისინი გახდნენ კოლექტიური ხაინდრავები - მოღალატეები, რომლებიც რუსულ ინტერესს ატარებენ. სამწუხაროდ, ღალატის მასშტაბი არ აქვს წარმოდგენილი საზოგადოებას. ზელენსკის ადგილზე რომ ყოფილიყო ღარიბაშვილი, კაპიტულაციას გამოაცხადებდა და ჩაბარდებოდა მტერს. 2008 წელს ასეთი ხელისუფლება რომ გვყოლოდა, დღეს ჩვენ არ ვიქნებოდით დამოუკიდებელი სახელმწიფო.

საპასპორტოები ხომ გახსოვთ, პირველად „ერთი ფანჯრის“ პრინციპი რომ გავაკეთეთ იუსტიციაში, სანამ იუსტიციის სახლებს გავაკეთებდით, ასევე პირველი კომპიუტერი რომ შევიძინეთ, პირველი პროგრამული უზრუნველყოფა რომ შევიძინეთ, პირველი ნორმალური ხელფასი რომ გადავუხადეთ პროგრამისტებს, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე იყო ამერიკული თანხები. დღეს რომ დევნილებისთვის უამრავი პროექტია, სოფლებში უამრავი პროექტია, USAID-ის რამდენი პროექტია გაკეთებული სოფლებში და ეს თითქოს არაფერია. ეს არის მიზანმიმართული ღალატის სტრატეგია, რომელზეც დგას „ქართული ოცნება“. მას უნდა, რომ გადაგვამტეროს ამერიკას და ევროპას - ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და პირისპირ დაგვტოვოს რუსეთთან, ჩიხად რომ ვიქცეთ. ეს ხომ გაცილებით დიდი საკითხია - საქართველო ძლიერი, რეგიონის ლიდერი სახელმწიფო თუ საქართველო პროვინციული, განუვითარებელი, ჩიხური სახელმწიფო, სადაც კლანი მართავს ქვეყანას, ხალხი ღარიბდება და ელიტა მდიდარია, რომელიც არის რუსეთის სატელიტი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა