მიხეილ სარჯველაძე - ისეთი მოკლეფეხებიანი ტყუილი, როგორიცაა სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია, დიდხანს ვერ გაძლებს - თავადაც გადასარევად იცის, რომ ამაზე აპელირებას პერსპექტივა არ აქვს

ისეთი მოკლეფეხებიანი ტყუილი, როგორიცაა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, დიდხანს ვერ გაძლებს - თვითონაც გადასარევად იცის, რომ ამ თემაზე აპელირებას პერსპექტივა არ აქვს,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ვერსიას, რომ სააკაშვილი მოწამლულია და თავად სააკაშვილის განცხადებას, რომ აღნიშნულ საკითხზე სპეკულაციები უადგილოა.

როგორც მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, მოწამვლის შესახებ ვერსია საფუძველშივე მცდარია და სააკაშვილიც ამიტომაა იძულებული თქვას, რომ „ეს არის მტკნარი ტყუილი“.

„როდესაც საკითხი საექსპერტო ცოდნაზეა დაყვანილი, ისეთი მოკლეფეხებიანი ტყუილი, როგორიცაა ის, რომ მოწამლულია, დიდხანს ვერ გაძლებს და ეს გამოაშკარავებადია. ამიტომ, თვითონაც [მიხეილ სააკაშვილმა] გადასარევად იცის, რომ ამ თემაზე აპელირებას პერსპექტივა არ აქვს, რადგან საფუძველშივე მცდარია და ეს ვერსია ერთი კვირის განმავლობაშიც კი ვერ იარსებებს. ამიტომ იძულებულია თქვას, რომ ეს არის მტკნარი ტყუილი, ვიღაცების მხრიდან მოგონილი“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ყველა სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც ესაჭიროება, ხელი მიუწვდება.

„სპეკულაციებს ყველამ თავი უნდა დაანებოს - მიკერძოებული დასკვნების კეთება ყურადღების მიღმა არ დარჩება. როდესაც ექსპერტობაზე თავს დებენ და საკუთარ სავარაუდო, სასურველ მოსაზრებებს საექსპერტო დასკვნების სახით ასახავენ, ეს არასწორი პრაქტიკაა.

არასწორია კითხვა, გააუმჯობესებს თუ არა ხელისუფლება სამედიცინო მომსახურებას - ამ დრომდეც ყველა სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ რომ პაციენტს ან პატიმარს ესაჭიროება, ყველაფერზე მიუწვდება ხელი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. როგორც ადვოკატი განმარტავს, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა.

თუმცა, დღეს მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ არასდროს არცერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ მოწამვლაზე ეჭვი აქვს. „სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა“,- აცხადებს სააკაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა