ლევან ბეჟაშვილი - სააკაშვილი თავისი ფეხით შევიდა დაწესებულებაში და მისი მდგომარეობა დამძიმდა - სახელმწიფოს ღირსების საქმეა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უზრუნველყოს და არ იყოს განცდა, რომ წამლავენ

სააკაშვილი რამდენიმე თვის წინ თავისი ფეხით შევიდა დაწესებულებაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - საზოგადოების, სახელმწიფოს ღირსების საქმეა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უზრუნველვყოთ და არ იყოს იმის განცდა, რომ წამლავენ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რამდენად სრულყოფილად ზრუნავს ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, ამაზე ექიმები და ექსპერტები დასკვნებს გააკეთებენ.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შინაარსობრივად, პოლიტიზებული არის ისედაც, რადგან მიხეილ სააკაშვილი განსაზღვრავს ქართული პოლიტიკის მიმდინარეობას და მისი ფიგურა ამ მდგენელისგან თავისუფალი არ არის, მაგრამ გათვალისწინებით მისი გადაწყვეტილებისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ მოხდეს მისი ჩარევა პოლიტიკაში, გასაგებია ეს განცხადება და ამ შემთხვევაში, მოხდა თუ არა მისი მოწამვლა, რამდენად სრულყოფილად ახდენს ან ვერ ახდენს ხელისუფლება მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ამაზე მგონი ექიმები, შესაბამისი ექსპერტები დასკვნებს გააკეთებენ. საზოგადოებისთვის განმსაზღვრელი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვის წინ თავისი ფეხით შევიდა დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, დღემდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უცვლელია, დამძიმდა, ამაზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნები არსებობს და ბუნებრივია, ეს თემა საზოგადოებისთვის აქტუალურია, ამას ვერ დავემალებით. საზოგადოების, სახელმწიფოს ღირსების საქმეა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უზრუნველვყოთ და არ იყოს განცდა იმისა, რომ წამლავენ, განგებ აყენებენ არაადამიანურ მდგომარეობაში, ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია გაითვალისწინოს ის დასკვნები და რეკომენდაციები, რომელსაც დამოუკიდებელი ექსპერტები გააკეთებენ", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს