ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველობის ყველა იმ კანდიდატს დაუჭირა მხარი, ვინც გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ ყველა კანდიდატს დაუჭირა მხარი. გამონაკლისი მხოლოდ ჯემალ ნათელაშვილი, ნიკოლოზ ნიკოლაძე და გიორგი ცობეხია იყვნენ, რომელთაც საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. ომბუდსმენობის კიდევ ერთ კანდიდატს ნაზი ჯანეზაშვილს, რომელმაც საკომიტეტო გასაუბრებაში მონაწილეობა არ მიიღო, მხოლოდ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც კომიტეტის დადებითი რეკომენდაციისთვის საკმარისი არ იყო.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სხდომაზე გამართული კენჭისყრისას ყველაზე მეტი - 9 ხმა სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, კომიტეტის ფარგლებში ყველა კანდიდატურის მხარდაჭერის გადაწყვეტილება ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ იმ მოტივაციით მიიღო, რომ ამ თემაზე პოლიტიკური კონსულტაციებს ხელი არ შეეშალოს.

“ჩვენ ვცდილობთ სახალხო დამცველის არჩევას და არა ოპოზიციის გულშემატკივრის, ქომაგისა და ლობისტისა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის არჩევა, რომელიც ყველას სახალხო დამცველი იქნება და განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, მისი დამცველი და მხარდამჭერი იქნება. ჩვენ ასეთი ადამიანის არჩევა გვინდა. არ შეიძლება ისეთი ადამიანი შევარჩიოთ, გვინდოდეს ან მხარს ვუჭერდეთ, რომლის მიმართაც ხელისუფლების მიმართ პოზიტიურად განწყობილი ამომრჩეველი ნულოვანი სანდოობის ხარისხით იქნება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის სხდომაზე.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია