არჩილ თალაკვაძე - ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი გადაწერეს და რამდენიმე პუნქტი დაუმატეს, რომელიც მათ რიგებში მყოფ პოტენციურ ოლიგარქებს იცავს

ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი გადაწერეს და დაუმატეს რამდენიმე პუნქტი, რომელიც იცავს მათ რიგებში მყოფ პოტენციურ ოლიგარქებს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებულ დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, "რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელმა ოლიგარქებმა საპარლამენტო ოპოზიციას თითი დაუქნიეს".

"დეოლიგარქიზაციის შესახებ ოპოზიციის კანონპროექტი არის ოლიგარქების დაცვის კანონპროექტი, ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი გადაწერეს და დაუმატეს რამდენიმე პუნქტი, რომელიც იცავს მათ რიგებში მყოფ პოტენციურ ოლიგარქებს, მხოლოდ ეს არის განსხვავება. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელმა ოლიგარქებმა თითი დაუქნიეს საპარლამენტო ოპოზიციას და უთხრეს, რომ როგორმე დაშვებული შეცდომა გამოასწორონ. ასევე ალბათ ბედის ირონიაა, რომ ეკონომიკის ზრდაზე აქვთ მიბმული თავიანთი პროექტის ერთი მუხლი და ამაშიც არათანმიმდევრულები არიან - პარლამენტში საჯაროდ ყვრიან, რომ ეკონომიკური ზრდა არ არსებობს, სინამდვილეში კი თავის პროექტი ეკონომიკურ ზრდას მიაბეს, რომელიც ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის მიერ არის უზრუნველყოფილი", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო