ლევან დავითაშვილი ავსტრიის ელჩს თომას მიულმანს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ავსტრიის ელჩს თომას მიულმანს, ავსტრიის სავაჭრო პალატის წევრს კარლ-ჰაინც კოპფსა და კომისარს ვაჭრობის საკითხებში გერჰარდ ლაკნერს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ქეთევან ციხელაშვილი.

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ავსტრიის ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა ორმხრივ ნაყოფიერ კავშირებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, სამთო ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვ. ყურადღება გამახვილდა დახმარებაზე, რომელიც ავსტრიის მთავრობამ საქართველოს კოვიდ-პანდემიის დაძლევის მიმართულებით გაეწია.

აღინიშნა, რომ ორმხრივი ვაჭრობის გაუმჯობესებული დინამიკა, კერძოდ, 2021 წელს ექსპორტი 6 პროცენტით, 2022 წლის 9 თვეში კი 16 პროცენტით გაიზარდა. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ პოტენციალს, რომელიც ვაჭრობის მიმართულებით არსებობს. ასევე გამახვილდა ყურადღება ავსტრიული ბიზნესის შესახებ საქართველოში. ამჟამად ადგილობრივ ბაზარზე 245 კომპანია ფუნქციონირებს, რომელიც ავსტრიული კაპიტალითაა შექმნილი. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ავსტრიული ბიზნესის შემოსვლას საქართველოში და ქართულ ბიზნესთან კავშირების გაღრმავებას.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და დადებითად შეაფასა ისეთი ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა ბიზნესფორუმები, სავაჭრო მისიები, გამოფენების, B2B - შეხვედრები და სხვ. აღინიშნა, რომ მსგავსი აქტივობები წაახალისებს საინვესტიციო პოტენციალს და ხელს შეუწყობს ქართული და ავსტრიული ბიზნესის თანამშრომლობის ზრდას.

შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა ავსტრიიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკა და აღინიშნა, რომ ამ მხრივ, პოტენციალი ძალიან დიდია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად