გიორგი ვაშაძე - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, რომელსაც „ქართული ოცნება" იღებს, არის პირდაპირი ნაბიჯი იმისთვის, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, რომელსაც "ქართული ოცნება" იღებს, არის პირდაპირი ნაბიჯი იმისთვის, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, სპეციალურად იღებენ ამ კანონს, რომ უარი გვითხრან სტატუსზე,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" პროექტს, როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ოპოზიციური შეთანხმება იყო, რომ პროექტს არ დააინიცირებდნენ, ამიტომ სურს "ნაციონალური მოძრაობისგან" არგუმენტები მოისმინოს, რომ პოზიციას გადახედოს.

"არ გავცნობივარ პროექტს, შინაარსს დეტალურად არ ვიცნობ, რაც საჯარო სივრციდან გავიგე, დაახლოებით იმ ფორმაზე და მოდელზეა საუბარი, რაც ოპოზიციურ ფორმატში გვქონდა განხილული, თუმცა, მაშინ შევთანხმდით, რომ არ ვარეგისტრირებთ კანონპროექტს, ამიტომ ლევანისგან (ბეჟაშვილი) და "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მჭირდება მოვისმინო მეტი არგუმენტაცია, რომ ჩვენ პოზიციას გადავხედოთ, რადგან შეგახსენებთ, 12 პუნქტთან მიმართებით ჩვენ გვაქვს სამოქალაქო სექტორთან შეთანხმებული პოზიცია, რაც მიიჩნევა დღეს ყველაზე მაღალი კონსენსუსის დოკუმენტად.

ზოგადად, დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დააინიცირა და დაჩქარებულად იღებს, არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, სწორედ ამიტომ არ აგზავნიან ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის და ესაა არათუ იმისთვის, რომ მივიღოთ სტატუსი, არამედ ეს არის პირდაპირი ნაბიჯი იმისთვის, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, სპეციალურად ხდება ამ კანონის მიღება, რომ უარი გვითხრან კანდიდატის სტატუსზე,"- განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა