გიგა ბოკერია - როგორც ჩანს, ხაბეიშვილს, კობახიძეს, მელიას და ვაშაძეს ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად რამდენიმე რამე ნამდვილად აერთიანებთ

ბატონმა, ხაბეიშვილმა პირდაპირ თქვა, იმიტომ ვწამებდი დავით კეზერაშვილს ცილს, რომ მაშინ ჩემთვის მიუღებელ ხალხთან იყო ასოცირებულიო,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ამ ადამიანებისთვის პოლიტიკურად მიუღებელი ხარ, მზად არიან ცილი დაგწამონ და ტალახი გესროლონ.

„როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ნიკა მელიას და გიორგი ვაშაძეს ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, რამდენიმე რამე ნამდვილად, აერთიანებთ. პირველი, მათ „ევროპული საქართველოს“ მიუღებლობა ჰქონიათ, პერსონალურად ჩემი და ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილის და მეორე, რაც ჩემი აზრით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ეს ადამიანები, მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი თუ ხარ, მზად არიან ცილი დაგწამონ და ტალახი გესროლონ. ჩემთვის ზოგადად ეგ პოლიტიკური სტანდარტი არის საგანგაშო.

ბატონმა, ხაბეიშვილმა პირდაპირ თქვა, იმიტომ ვწამებდი დავით კეზერაშვილს ცილს, რომ მაშინ ჩემთვის მიუღებელ ხალხთან იყო ასოცირებულიო. ჟურნალისტებს ხშირად არ უჩნდებათ ხოლმე შეკითხვა, საერთოდ რას ნიშნავს ეს, როგორ შეიძლება ეს იყოს სტანდარტი, რომ თუ ადამიანი ჩემთვის მისაღებია, ცილს არ დავწამებ, შევაქებ, ხოლო თუ ჩემთვის მიუღებელია, მაშინ მოვიგონებ რამეს და ტალახს ვესვრი. ეგ არის ჩემი აზრით, ყველაზე უფრო საგანგაშო ამბავი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის და ეს არ ეხება მხოლოდ ხაბეიშვილის, ვიმეორებ, მელიაც ზუსტად ასე იქცევა.

ხაბეიშვილი პირდაპირ უტიფრად ამბობს - მიუღებელი იყო ეს ადამიანი ჩემთვის, ამიტომ ასე მოვიქეცი, ცილი დავწამე, მოვიგონე, რომ კეზერაშვილიც და მასთან ერთად ჩვენც შეკრულები ვართ მთავრობასთან. სანამ ეგ ყველაფერი მოსულა, მანამდე ივანიშვილს აქვს უპირატესობა ამ დაპირისპირებაში, იმიტომ, რომ ამ უზნეობაში ივანიშვილს ვერავინ ვერ აჯობებს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს