მიხეილ სარჯველაძე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის საჭიროებაზე და სამომავლო შესაძლო ინიციატივებზე ისაუბრეს.

„მნიშვნელოვანია, იყოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან საუბრის მეტი შესაძლებლობა. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის თანასწორი მოქალაქეები და, რასაკვირველია, მათი მხრიდან დანახული პრობლემატიკა და პრიორიტეტები არის აუცილებლად გასაცნობიერებელი, კარგად გასაანალიზებელი და ამის მიხედვით დაუყოვნებლივ სამუშაო, რომ რაც შეიძლება სწრაფად წესრიგდებოდეს ის საკითხები, რომელიც შეიძლება აწუხებდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობები არიან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო