პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების შესრულება კი არ უნდა, არამედ არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, აკრძალული აქვთ კანდიდატის სტატუსის მიღება

„ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების შესრულება კი არ უნდა, არამედ არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, აკრძალული აქვთ კანდიდატის სტატუსის მიღება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ოცნებას“ რეკომენდაციების არ შესრულების ოპოზიციისთვის გადაბრალება სურს.

„მოქალაქეებს მივმართავ, „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების შესრულება კი არ უნდა, არამედ არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, აკრძალული აქვთ[კანდიდატის სტატუსის მიღება], როგორც იანუკოვიჩს ჰქონდა აკრძალული თავის დროზე ასოცირებაზე ხელის მოწერა და ახლა ცდილობენ, რომ გადააბრალონ ოპოზიციას და ამ ფარსში არ ვმონაწილეობ და მაგის გამო როგორ შეიძლება კრიტიკა მივიღო“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძის შეფასებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არსებული სახით ოლიგარქიული მმართველობის გაძლიერებას ემსახურება.

„ჩემთვის მთავარი საკითხია ის, როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“, რომ კანონი მოამსახუროს ოლიგარქიული მმართველობის გაძლიერებას, ეს კანონი ხომ ოლიგარქიის გაძლიერებას ემსახურება? ბიძინა ივანიშვილის ფილოსოფია რა არის? ფული ნიშნავს მისთვის ყველაფერს და ყველაფერს აკეთებს, რომ სხვა ფულიან ადამიანებს არანაირი გავლენა არ ჰქონდეს ქართულ პოლიტიკაზე, მას ჰქონდეს ექსკლუზივი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს