მამუკა გამყრელიძე - კრემლი მოქმედებს კლასიკური ტერორისტული მეთოდით, ხელოვნურად იწვევს ბირთვულ კრიზისს, რათა მოლაპარაკებებში ჩაითრიოს აშშ და ნატო

„უაღრესად მნიშვნელოვანია, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის პირველი დოკუმენტი, სადაც გაჩნდა მკვეთრი ჩანაწერი, შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესაფასებლად და დამნაშავეების დასასჯელად“, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის შეფასებით, რუსეთი ცდილობს, რომ მოლაპარაკებებში ჩართოს აშშ და ნატო, რათა თავიდან აირიდოს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა უკრაინის პირისპირ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩანაწერი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომ უნდა მოხდეს რეპარაციების გადახდა რუსეთის მხრიდან უკრაინისთვის და მთავარი - საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესაფასებლად და დამნაშავეების დასასჯელად. ეს არის უაღესად მნიშვნელოვნი დოკუმენტი. მართალია ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის ლიდერები არ იყვნენ მზად ამ მკვეთრი ნაბიჯის გადასადგმელად, რასაც აცხადებდნენ კიდეც ოქტომბერში, მაგრამ დღეს უკვე მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლის მიღება მოხდა ნატო-ს 30 -ვე ქვეყნის დელეგაციების მიერ. რუსეთი რომ ტერორისტული სახელმწიფოა, ამის საუკეთესო მაგალითია განცხადება, რომელიც დღეს გაკეთდა რუსეთის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსეი ლიხაჩევის მიერ. ეს განაცხადი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ტერორისტულ ბუნებას. რუსეთმა ორი დღის წინ განახორციელა მასიური სარაკეტო დარტყმები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურაზე, მიაყენა მას ძალიან მძიმე დაზიანებები. დღეს რუსეთის ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებობს ბირთვული კატასტროფის საფრთხე. მან მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ბირთული საფრთხე.

ეს არის ტერორისტული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი თვისება, როდესაც ხდება კრიზისის ხელოვნურად გამოწვევა და შემდეგ არის მცდელობა, მოლაპარაკებში ჩაითრიონ ის მხარე, ვინც არის ზემოქმედების სამიზნე.

რუსეთი ცდილობს, მოლაპარაკებებში ჩართოს ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო, რათა თავიდან აირიდოს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა უკრაინის პირისპირ. კრემლის მიზანია, ბირთვული საფრთხის შანტაჟით მოლაპარაკებებზე დაიყოლიოს ამერიკის შეერთებული შტატები, რათა მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინის ფრონტზე, რაც ეგზისტენციალური აუცილებლობაა რუსეთისთვის, რომელიც სასტიკად მარცხდება ამ ომში“, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც ეთანხმება უკრაინის მოწოდებას, აღიარონ რუსეთი ტერორისტულ ქვეყნად. ამას წინ უძღოდა ევროპარლამენტში რეზოლუციის შეთანხმება, რომელიც რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ განიხილავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა