სახელმწიფო ენის დეპარტამენტი - სწორია კატარი და არა ყატარი

სწორია კატარი და არა ყატარი, - ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, არაბული ენის ბგერითი სისტემის ქართულად ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესების მიხედვით, არაბული ასო ق (კაფი) ქართულში უნდა გადმოვიდეს, როგორც კ.

„სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია არაბული ენის ბგერითი სისტემის ქართულად ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები, რომელშიც არაბული ენის თითოეული ბგერისთვის განსაზღვრულია ქართულ ენაში ფონეტიკური ეკვივალენტი: არაბული ფონემა ق (კაფი) ფონეტიკურად ხასიათდება, როგორც უვულარული, ყრუ, ხშული. მას ქართულში ზუსტი შესატყვისი არ აქვს. ფონეტიკური თვალსაზრისით, იგი ყველაზე ახლოსაა ქართულ უკანა სასისმიერ, გლოტალიზებულ ყრუ, ხშულ თანხმოვან კ-სთან.

არაბული ق ქართულში უნდა გადმოვიდეს, როგორც კ. ამიტომ სწორია კატარი და არა ყატარი. ამავე წესით არის ქართულში შემოსული და დამკვიდრებული საზოგადო სახელები: რუკა, ბუკი, კეფა, შაკიკი, ლუკმა, ტაბაკი და სხვა“, - აღნიშნულია სახელმწიფო ენის დეპარტამენტი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში