ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მმართველი გუნდი არ მიიღებს ისეთ კანონს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს „იოტისოდენა დისკომფორტს მაინც შეუქმნის“

დღევანდელი ხელისუფლების რეიტინგი კატასტროფულად დაბალია, მაგრამ ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ისევ ხელისუფლება მოიგებდა - რინგზე რომ ერთი ძალიან სუსტი მოწინააღმდეგე გამოდიოდეს, მაგრამ მას ცალფეხა, ცალხელა და ცალთვალა მოწინააღმდეგე ჰყავდეს, რომელიც კრივის გაგებაში არ არის, ხომ მაინც მოუგებს არა? - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მაშინ იცვლება, როცა ამომრჩევლის წინაშე რეალური ალტერნატივა ჩანს.

„დღეს ოპოზიციას როგორ უნდა რომ წარმატებას მიაღწიოს? აი, ახლა ივანიშვილს სანქციას დაადებენ, იქ დეოლიგარქიზაციის კანონი იქნება - ანუ სახელისუფლებო ძალას სხვა დაამარცხებს და ესენი ხელისუფლებაში ავტომატურად მოდიან. ეს ასე არ ხდება, არჩევნებში უნდა მოიპოვო, პატივცემულო. ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ისევ ხელისუფლება მოიგებდა“, - აღნიშნავს ძიძიგური.

მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ველზე გავლენას დღითიდღე კარგავს, რაც კარგია.

ძიძიგურის განმარტებით, ენმ-ს „ქართული ოცნების“ დამარცხება არ შეუძლია და „ნაცმოძრაობის“ დასუსტება ოპოზიციურ ფლანგზე მეტ შესაძლებლობას გააჩენს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ალტერნატივას კი არ ქმნის, პოლიტიკურ ველზე დღითიდღე უფრო და უფრო მეტად კარგავს გავლენას და ეს ცუდი არ არის. პირიქით, იმიტომ, რომ ერთი-ერთზე - „ნაციონალური მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, მუდმივად სახელისუფლებო ძალა იგებს და მუდმივად მოუგებდა კიდევაც, იმიტომ, რომ ეს არ არის ის ძალა, რომელიც ასეთი ტიპის მონსტრს დაამარცხებს“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ძიძიგურის თქმით, მმართველი გუნდი არ მიიღებს ისეთ კანონს, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს „იოტისოდენა დისკომფორტს მაინც შეუქმნის“.

„თვითონ კანონში რა უნდა ჩაიწეროს, მართლა ძალიან აბსურდამდე შეიძლება მივიდეთ. ნებისმიერს, ვინც ახლა უმრავლესობაში არის, შეიძლება ბიძინა ივანიშვილი თვალით ნანახი არ ჰყავთ და იმათთვის ივანიშვილი სხვა განზომილებაში, ასტრალში არის გასული და იმის წინააღმდეგ გამორიცხული ამბავია“, - განაცხადა ძიძიგურმა.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს, როგორც ძიძიგური აღნიშნავს, სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა