ალუდა ღუდუშაური - არ ვიცი, ვინ რა გაიწვია, მაგრამ მთავარია ის, რომ ვენეციის კომისიის საიტზე დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონი ჯერ კიდევ დევს - ისღა დაგვრჩენია, რომ გავარკვიოთ, ეს ნამდვილად ასეა თუ არა

თუკი უკრაინულ მხარეს არ სურს ვენეციის კომისიის შეფასება, მაშინ ჩანს, რომ ძალიან კარგი კანონია და არანაირ შეფასებას არ საჭიროებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც ვენეციის კომისიიდან „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონის გაწვევის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უნდა ყოფილიყო გავრცელებული.

„არ ვიცი ვინ რა გაიწვია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ვენეციის კომისიის საიტზე დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონი ჯერ კიდევ დევს. დღეს გახდა ცნობილი ქალბატონი ელჩისგან, რომ თურმე უკრაინულ მხარეს აღარ სურს, რომ ამ კანონზე მიიღოს დასკვნა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ გავარკვიოთ ეს ნამდვილად ასეა თუ არა.

ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უნდა ყოფილიყო ან რამე დოკუმენტი უნდა ყოფილიყო. თუკი უკრაინულ მხარეს არ სურს ვენეციის კომისიის შეფასება, მაშინ ჩანს, რომ კარგი კანონია და არანაირ შეფასებას არ საჭიროებს“,- განაცხადა ღუდუშაურმა.

კითხვაზე, რადგან „ქართული ოცნება“ აპელირებდა უკრაინის მიერ ვენეციის კომისიაში გაგზავნილ კანონზე, უკრაინას ვიღაცამ ხომ არ გამოატანინა აღნიშნული კანონი, ღუდუშაური პასუხობს, რომ გამორიცხვით ვერაფერს გამორიცხავს.

„გაკვირვებითაც ბოლო პერიოდში ვერაფერი გაგვაკვირვებს. იმდენჯერ მოგვისმენია საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები და ნაბიჯები, არც ამას გამოვრიცხავ. წარმოუდგენელია, ამდენი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ შეფასებას და იმის გამო, რომ საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდე ეს არის არა მეგობრული. იმდენი რამ გაუკეთებიათ და მოგვისმენია არაფერი არ გაგვაკვირვებს, არაერთი ცილისმწამებლური კამპანია არის, მათ შორის, ოფიციალური პირების მიერ“,- განაცხადა მან.

ამასთან, ღუდუშაურის განცხადებით, „დღეს საქართველო, როგორც არასდროს ერთგულია იმ ღირებულებების, რომელზეც დგას აშშ, რომელზეც ევროპული ღირებულებები დგას და არა ის, რასაც კრამერი და სხვები ახმოვანებენ“.

„საქართველო იდგა და დადგა დასავლეთის მხარეს, ოღონდ ნამდვილი ევროპული ღირებულებების მხარეს. სამწუხაროდ, თვითონ დასავლეთი ვერ დადგა დასავლური ღირებულების მხარეს. უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის საკითხი ფრჩხილებში შემოაპარეს, ამით ხომ დააზიანეს ევროპული ღირებულები, სამართლიანობის პრინციპი. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ ფეხქვეშ გაიფინეს და თავზე გადაახიეს ევროპულ სასამართლოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მინაწერი იყო, თითქოს მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატიის მებრძოლი“,- განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი რჩევა, რომელიც მოდის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, რომელიც მუშაობს საქართველოსთან ერთად ამ რეკომენდაციის შესრულებაზე, ეს ძალიან კარგი რჩევაა. ვფიქრობ, გარკვეული დაბნეულობა არსებობს, რადგან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში შეიმუშავეს, ვენეციის კომისიიდან გაიწვიეს. ეს არის კანონის ახალი სფერო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებმა განიხილონ კანონპროექტი, სანამ მას დაამტკიცებენ. როგორც ვთქვი, ეს არის კანონის ძალიან კომპლექსური და მნიშვნელოვანი ნაწილი და ევროპის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის დეოლიგარქიზაციის კანონის დამტკიცებამდე“, - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო