რატი იონათამიშვილი - პრობლემა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტების ვენეციის კომისიაში გაგზავნა-არგაგზავნაში კი არა, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებშია - ვითარება უცნაური და უხერხულია

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი თავდაპირველად „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ვენეციის კომისიაში გაგზავნილ უკრაინულ კანონთან დაკავშირებულ ვითარებაში გაერკვევა და ამის შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის საკითხზე.

იონათამიშვილის თქმით, ვითარება უცნაური და უხერხულია.

„პრობლემა ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნა- არგაგზავნაში კი არ არის, არამედ იმ უცნაურ და ერთმანეთის გამომრიცხავ განცხადებებშია, რასაც მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით. აშშ-ს ელჩმა თქვა, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გაიწვია და საქართველომ იგივე კანონი უნდა გაგზავნოს. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ისინი მუშაობას აგრძელებენ, თუმცა ჯერ არ იციან, როდის ექნებათ დასკვნა მზად. ასევე მოვისმინეთ ხატია დეკანოიძის განცხადება, რომელიც უკრაინის მაღალჩინოსანი იყო - მან აღნიშნა, თითქოს უკრაინამ უკვე მიიღო პასუხები კომისიიდან და ახლა პასუხების დამუშავება მიმდინარეობს.

ერთი საკითხის ირგვლივ ამდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება ნამდვილად უცნაური და უხერხულია. ჩვენ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით ვეცდებით გავარკვიოთ, რა ხდება სინამდვილეში, საზოგადოების ინფორმირება უზრუნველვყოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება“, - განუცხადა ჟურნალისტებს რატი იონათამიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა