ანა ბუჩუკური - „ქართული ოცნების“ კანონპროექტი ყველას ეხება ივანიშვილის გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ კი არავის, გარდა ივანიშვილისა - ყველა თავის ოლიგარქს იცავს

„ქართულმა ოცნებამ“ თქვა, დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩემი კანონპროექტი შეეხება ყველას და ყველაფერს, გარდა ჩემი თავისა - ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი პირიქით გააკეთა - არავის და არაფერს შეახო, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. საბოლოო ჯამში მივიღეთ სურათი, როცა ყველა თავის ოლიგარქს იცავს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინული კანონის გადმოთარგმნა, საზოგადოების დაცინვაა.

„ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით უკრაინული კანონი გადმოთარგმნა და თქვა, აგერ, ბატონო, ეს არის, რის მიღებასაც ვაპირებთო. ამ ასლის შემოთავაზება საზოგადოების დაცინვაა და პირველ რიგში ამ რეკომენდაციების შესრულებასთან მიმართებით. ეს არის რეკომენდაციის აბუჩად აგდება. „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ამას მე არ გავაგზავნი ვენეციის კომისიაში, უკრაინის მიერ ვენეციის კომისიაში გაგზავნილ კანონპროექტს დაველოდები და იმის მიხედვით ვიმოქმედებო. ეს იყო ასევე, აბუჩად აგდება. სინამდვილეში, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არის ის, რომ მას სურს დეოლიგარქიზაციის შესახებ ისეთი კანონი მიიღოს, რომელიც დაიცავს ბიძინა ივანიშვილს. ამას მხოლოდ „ქართული ოცნება“ არ აკეთებს. ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ნაწილის, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტიც. ისინიც იმავეს აკეთებენ. „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ჩემი კანონპროექტი შეეხება ყველას და ყველაფერს, გარდა ჩემი თავისა - ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი პირიქით გააკეთა, ანუ არავის და არაფერს შეახო, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. საბოლოო ჯამში მივიღეთ სურათი, როცა ყველა თავის ოლიგარქს იცავს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გუნდის აზრი ძირითადი პოლიტიკური სპექტრისგან განსხვავებულია. ოლიგარქიის პრობლემა კანონის მიღება-არ მიღებით არ იხსნება და არ გვარდება. ამას სჭირდება იმ რეფორმების მართლა და არა ბუტაფორიულად შესრულება, რომელიც ევროკავშირის მიერაა მოთხოვნილი. ეს ძალაუფლების დაბალანსებას ავტომატურად მოგვიტანს, როგორც შედეგს“, -განაცხადა ბუჩუკურმა.

რაც შეეხება ახალი ომბუდსმენის შერჩევის პროცესს, როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მზად არ არის სახალხო დამცველის თანამდებობაზე მისგან სრულიად დამოუკიდებელი პირი აირჩიოს.

„ქართული ოცნება“ ქმნის იმ ილუზიას, რომ ომბუდსმენის შერჩევის პროცედურები აქვს. ეს დადასტურდა გასაუბრებებზე. „ქართული ოცნებას“ როგორც ჩანს, უნდა სახალხო დამცველის თანამდებობაზე აირჩიოს პირი, რომელიც ხელისუფლების ქებით დაკავდება. ეს არ არის სახალხო დამცველის ფუნქცია,“ - აღნიშნა ბუჩუკურმა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით პარლამენტში გამოსვლა წარსულის გახსენება იყო, რადგან „ღარიბაშვილი წარსულის პოლიტიკოსია.“

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება