მიხეილ დაუშვილი - „ქართული ოცნება“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ნაცვლად, ალიბების შექმნასა და ევროპული რეკომენდაციების არშესრულებაზე პასუხისმგებლობის ოპოზიციისთვის დაკისრებას ცდილობს

„ქართული ოცნება" ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ნაცვლად, ალიბების შექმნასა და ევროპული რეკომენდაციების არშესრულებაზე პასუხისმგებლობის ოპოზიციისთვის დაკისრებას ცდილობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განუცხადა.

რაც შეეხება უშუალოდ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონს და მასთან დაკავშირებულ პროცესს, დაუშვილის აზრით, საუკეთესო და იდეალური კანონი რომც მიიღონ, მართლმსაჯულების სისტემური რეფორმირების გარეშე დეოლიგარქიზაცია შეუძლებელი იქნება და კანონი არ შესრულდება.

"მნიშვნელოვანია 12 პუნქტის კეთილსინდისიერად შესრულება. ეს იმას გულისხმობს, რომ უნდა ადგე და მართლმსაჯულების სისტემაში ძირეული რეფორმები გაატარო. თუ სასამართლო, პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები, ასევე ანტიკორუფციული და საარჩევნო სისტემები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იქნება, დეოლიგარქიზაცია ისედაც მოხდება. თუ ეს სახელმწიფო ორგანიზაციები იმოქმედებენ არა ერთი კაცისა და პარტიის ინტერესებისა და სურვილების მიხედვით, არამედ კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის მიხედვით, დეოლიგარქიზაცია ისედაც მოხდება.

12 პუნქტის შესრულების ნაცვლად, "ქართული ოცნება" ალიბებს იქმნის - სურთ შეგვიყვანონ დისკუსიაში, აბა, ვიღაცამ რაღაც კანონი გამოიწვია თუ არ გამოიწვია, რაც მნიშვნელოვანი არ არის", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა