იაგო ხვიჩია - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს - დეოლიგარქიზაციის განხორციელების ამაზე მოკლე გზა მე არ მეგულება!

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს - დეოლიგარქიზაციის განხორციელების ამაზე მოკლე გზა მე არ მეგულება! - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ამასთან, ხვიჩიას თქმით, საქართველოს კანონი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" საერთოდ არ სჭირდება, რადგან ქვეყანას რეალურად აქვს არა ოლიგარქიული მმართველობის, არამედ ერთპიროვნული მმართველობის პრობლემა.

"ჩვენ ქვეყანაში ოლიგარქატი არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს ე.წ. მცირეთა მმართველობა. ჩვენ ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს. საქმე ბევრად უფრო პრობლემურად გვაქვს - პრობლემა ოლიგარქატში რომ იყოს, ამას ბევრად უფრო დადებით მოვლენად ჩავთვლიდი, რადგან მეცოდინებოდა, რომ ყველაფერი ერთი ადამიანის ინტერესზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მინიმუმ რამდენიმე ადამიანის ინტერესი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. რაც არ უნდა ბევრი ვიძახოთ, რომ ჩვენ ოლიგარქიას ვებრძვით, ეს სერიოზულად არ გამოიყურება, რადგან ჩვენ ოლიგარქიამდე არ მივსულვართ. ჩვენ ჯერ კიდევ ერთპიროვნული მმართველობის საფეხურზე ვდგავართ - ამას ვერ გავცდით და ვებრძვით ოლიგარქიას, რომელიც შემდეგი საფეხურია", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს