შალვა პაპუაშვილი - აშშ-ს ელჩის დამაბნეველმა განცხადებამ რადიკალურ ოპოზიციაში ყიჟინა გამოიწვია - კელი დეგნანს შეიძლება არასწორი ინფორმაცია ჰქონდა

გუშინ, აშშ-ს ელჩის დამაბნეველმა განცხადებამ რადიკალურ ოპოზიციაში ყიჟინა გამოიწვია. სამწუხაროა, რომ ასეთ საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით დამაბნეველი განცხადებები კეთდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

პაპუაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით განხილვა კვლავ გრძელდება.

„მე ვნახე ევროსაბჭოდან პასუხი, რომ ამ პროექტის განხილვა კვლავ მიმდინარეობს. გარდა ამისა, ჩემმა კაბინეტმა გუშინ ვენეციის კომისიას წერილობით მიმართა, რათა გავიგოთ, თუ რა არის ამ პროექტის სტატუსი და ოფიციალურ პასუხს ველით. ფაქტია, რომ უკრაინული კანონის განხილვაზე ოფიციალურად არავის არაფერი უთქვამს, მათ შორის, ჩვენ ასეთი ინფორმაცია არც ევროკავშირის წარმომადგენლობისგან არ გვქონია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, შესაძლოა, კელი დეგნანს არასწორი ინფორმაცია ჰქონდა.

„შეიძლება არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ასეთი დამაბნეველი განცხადებები არ გაკეთდეს, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ამით მხოლოდ რადიკალური ჯგუფები სარგებლობენ, იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე რაღაც თემა გამონახონ, რომელზეც მღელვარებას გამოიწვევენ. ამიტომ განცხადების გაკეთებამდე ინფორმაციის გადამოწმება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა გუშინ განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში შეიმუშავეს, ვენეციის კომისიიდან გაიწვიეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო