შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის ტექნიკური წინაპირობები უკვე დიდი ხანია დაკმაყოფილებული აქვს

საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის ტექნიკური წინაპირობები უკვე დიდი ხანია დაკმაყოფილებული აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი დაკავებულია იმით, რომ როგორმე დაარწმუნოს ევროკავშირი, კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს.

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, ზოგადად ამ გადაწყვეტილებას აქვს ორი განზომილება. ერთი არის ქვეყნის ტექნიკური შეფასება და მზაობა, მეორე – პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკური გადაწყვეტილება და მისი მოტივები არ არის აუცილებელი ყოველთვის იყოს სამართლიანი, იმიტომაც არის ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სხვადასხვა მოტივს ეფუძნება. რაც შეეხება ტექნიკურ მზაობას, ჩვენ მაშინაც ვამბობდით, დღესაც ვფიქრობთ და დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რომ თუკი ვსაუბრობთ ტრიოზე - მოლდოვაზე, უკრაინასა და საქართველოზე, თუკი შევხედავთ ობიექტური შეფასების კრიტერიუმებს, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური და პოლიტიკური კუთხით, ვფიქრობ, რომ რთულია იმაზე კამათი, რომ საქართველო ტრიოში ​გამორჩეული და ლიდერი არ არის. ტექნიკური მზაობის კუთხით, საქართველო ტრიოში გამორჩეულია და ლიდერია. ამიტომ ტექნიკური წინაპირობები საქართველოს უკვე დიდი ხანია დაკმაყოფილებული აქვს კანდიდატის სტატუსისთვის. ახლა მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილება, ხოლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სჭირდება, რომ საქართველომ დავარწმუნოთ ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნები, რომ უნდა იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება.

სამწუხაროდ, ჩვენი საქმიანობის პარალელურად, ვგულისხმობ ხელისუფლებას და ასევე ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს, ვხედავთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი დაკავებულია იმით, რომ როგორმე დაარწმუნოს ევროკავშირი, არ მოგვცენ სტატუსი. ამას ჩვენ ვხედავთ ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში, თუ რით არის დაკავებული ოპოზიციის რადიკალური ფრთა. სამწუხარო ისაა, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები საერთოდ დაცლილი არიან ​პატრიოტიზმისგან. არანაირი ფასეულობა მათთვის ქვეყნის სახით არ არის და მათი პარტიული ინტერესები უფრო წინაა, ვიდრე ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო