გივი მიქანაძემ ევროკავშირის გაფართოების შესახებ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა გივი მიქანაძემ ტალინში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის (ICDS) ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში "ევროკავშირის გაფართოება და აღმოსავლეთ პარტნიორობა: ევროპის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა" მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მესამე პანელში, რომელიც ევროკავშირის წევრობისთვის რეფორმების გატარებას ეხებოდა გივი მიქანაძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიანი გეგმის განხორციელება და ამ ეტაპისთვის მიღწეული შედეგები დეტალურად მიმოიხილა.

“დეპუტატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ხელისუფლების მიერ გატარებულ ნაბიჯებზე რეფორმებისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის მიზნით.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლჰა სტეპანიუშინამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ, ევროკავშირის და ესტონეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, ესტონეთში აკრედიტებულმა ელჩებმა, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო თინქ-თენქ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა