ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომელიც მიესალმება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ გადაწყვეტილებას და ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების 2030 წლისთვის დასრულებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარები მიესალმებიან ევროპული საბჭოს სწრაფ გადაწყვეტილებას უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ და ამ სამ ქვეყანას არსებითი რეფორმების გატარებაში წინსვლისკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ აღნიშნულია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას ეხება.

„ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე, გაფართოების გაძლიერებული პოლიტიკა რჩება ევროკავშირის ყველაზე ძლიერ გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად ევროკავშირის ხელში,“- აღნიშნულია პლენარულ სხდომაზე მიღებულ რეკომენდაციაში.

მათივე მტკიცებით, გაფართოება არანაირმა ალტერნატივამ არ უნდა ჩაანაცვლოს.

„იმისათვის, რომ უფრო სანდო და ეფექტური გლობალური მოთამაშე იყოს, ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურები ახალი წევრების გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გააუქმოს ერთსულოვნების საჭიროება და ჩაანაცვლოს კვალიფიციური უმრავლესობით. ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, შეასრულონ ევროკავშირის ვალდებულებები დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ და უზრუნველყონ, რომ კანდიდატ ქვეყნებს არ შესთავაზონ არანაირი ალტერნატივა ევროკავშირის სრული წევრობის ნაცვლად“, - აღნიშნულია რეკომენდაციაში.

ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ გაფართოების პროცესის სათავეში დემოკრატიული რეფორმა და კანონის უზენაესობა დადგეს მონიტორინგის, ანგარიშგების, შეფასების და პირობითობის გაუმჯობესებასთან ერთად.

ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ გაფართოების პროცესის ცენტრად დემოკრატიული რეფორმა და კანონის უზენაესობა იქცეს მონიტორინგის, ანგარიშგების, შეფასების და პირობითობის გაუმჯობესებასთან ერთად.

„ევროპარლამენტის წევრების მიერ მიღებული რეკომენდაცია გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ ევროკავშირს მოუწოდებს ევროკავშირის დაფინანსება და მისი ხელშესახები შედეგები უფრო თვალსაჩინო გახადოს გაფართოების ქვეყნებში. მათ ასევე სურთ, რომ ევროკავშირმა იმუშაოს ამ ქვეყნების პოლიტიკურ, საარჩევნო და სხვა დემოკრატიულ პროცესებში მესამე მხარის ჩარევის პრევენციაზე.

ამავდროულად, ისევე, როგორც უზრუნველყოფილი უნდა იყოს ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების პროცესში ნებისმიერი სტაგნაციის ან უკანდახევის რეალურ დროში სანქცირება, ევროკავშირმა ასევე უნდა დააჯილდოოს კანდიდატი ქვეყნები, როდესაც ისინი მიაღწევენ მდგრად პროგრესს, მათ შორის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მათი ეტაპობრივი შეყვანით“, - აღნიშნულია რეკომენდაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა