ალუდა ღუდუშაური - როდესაც პარტია თავმჯდომარეობის კანდიდატად ასახელებს კომიკოსს, როგორიც ხაბეიშვილია, ბუნებრივია, ამ პარტიას არ შეიძლება მომავალი ჰქონდეს

ვფიქრობ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უკვე არის პრაქტიკულად დაშლილი პოლიტიკური სუბიექტი. “ნაციონალური მოძრაობა” დაიშლება მარტივ-მამრავლებად, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევისა და ზოგადად, პარტიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის დაშლილი და ისეთი არ არის, როგორიც იყო თუნდაც გუშინ და გუშინწინ.

„ხედავთ, როგორ ვითარდება პროცესები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ეს არის სრულიად ლოგიკური. როდესაც პარტია ასახელებს კანდიდატად თუნდაც ისეთ პერსონაჟს, კომიკოსს, როგორც არის ხაბეიშვილი, ბუნებრივია, რომ ამ პარტიას არ შეიძლება მომავალი ჰქონდეს. ეს ჩემი შეფასება არაა და ეს რომ ნამდვილად ასეა, შეგიძლიათ იხილოთ ხატია დეკანოიძის მოსაზრება - პარტიას, რომლის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მგონი, ქართულიც არ იცის, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ამ პარტიას რაიმე მომავლისთვის პრეტენზია ჰქონდეს“,- განაცხადა ღუდუშაურმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს