ირაკლი ხმალაძე განმარტავს, რა პირობებით მოხდება „მზიურის“ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა

დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე განმარტავს, რა პირობებით მოხდება „მზიურის“ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტერიტორიების მონაცვლეობა ღირებულებით მოხდა და მფლობელ კომპანიას ლისის ტბის მიმდებარედ 14 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცემა.

“კომპანიას გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ალტერნატიული ფართი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შესაძლებელი იქნება ერთბინიანი კერძო დასახლების გაშენება, რომელიც დაახლოებით 14 ჰექტარია. ამის სანაცვლოდ მუნიციპალიტეტმა საკუთრებაში გადმოიტანა 15 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი “მზიურის” ტერიტორიაზე, რომლის კეთილმოწყობა აქამდე ვერ მოხდა, რადგან კერძო საკუთრება იყო. მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტი განახორციელებს ამ ტერიტორიის კეთილმოწყობას, რომელიც „მზიურის პარკის“ ნაწილი გახდება.

ღირებულებით მონაცვლეობა მოხდა. მიწის ნაკვეთი, რომელიც გადავეცით, დაახლოებით 4 მლნ დოლარის ეკვივალენტი შეადგინა და ამავე ღირებულებით მოხდა მიწის ნაკვეთის ჩათვლა. სამხარაულის შეფასებით, „მზიურის“ მიწის ნაკვეთი გაცილებით მეტია, თუმცა სწორედ ეს იყო მოლაპარაკების საგანი, რომ მუნიციპალიტეტს არ მოუწია სრული ღირებულების ანაზღაურება”, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის