დავით მათიკაშვილი - რაც არ უნდა მოიმოქმედოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის ჭაობიდან ვერ ამოვა - მუშტი-კრივამდე მისული ურთიერთობები გამოწვეულია იმით, ვინ დაეუფლება ოლიგარქ კეზერაშვილის „შავ ფულს“

წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო - ასეთია მოცემულობა “ნაციონალურ მოძრაობაში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

მათიკაშვილის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში“ მუშტი-კრივამდე მისული ურთიერთობები გამოწვეულია იმით, თუ ვინ დაეუფლება იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც პარტიაში დავით კეზერაშვილის მხრიდან იღვრება.

“პარტიაში ვითომ ახალი სახეების შეყვანით, ამ რადიკალურ დაჯგუფებას პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის შანსი არ გააჩნია. როგორ შეიძლება ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა და პარტიის წინსვლა ერთმანეთთან იყოს თავსებადი?! ამ კითხვაზე პასუხი პარტიის წევრებისათვის მიმინდვია. დაპირისპირების მიზეზი ის "შავი ფულია", რომელიც ოლიგარქ დავით კეზერაშვილისგან მომდინარეობს. შიდა კლანური დაპირისპირებები და მუშტი-კრივამდე გადასული ურთიერთობები ამ თემებით არის გამოწვეული. რაც არ უნდა მოიმოქმედოს ჭაობში მყოფმა “ნაციონალურმა მოძრაობამ“, ის ჭაობიდან ვერ ამოვა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს