იუსტიციის მინისტრის მოადგილე - საქართველოს კანონმდებლობით პირი სასჯელს უნდა იხდიდეს საქართველოს ტერიტორიაზე - თუ ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობაა, რომელიც სასჯელის გადავადებას გულისხმობს, ამას სასამართლო წყვეტს

ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, საქართველოს კანონმდებლობით პირი, რომელიც სასჯელს იხდის, ის სასჯელს უნდა იხდიდეს საქართველოს ტერიტორიაზე. თუ არის ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს უკვე სასჯელის გადავადებას მკურნალობის მიზნით, ამ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ.

მისი თქმით, როდესაც რომელიმე პატიმრის ჯანმრთელობაზეა საუბარი, იუსტიციის სამინისტროს პოზიცია ყოველთვის არის ცნობილი - ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და სპეციალისტებმა.

„სააკაშვილი იმყოფება კერძო სამკურნალო კლინიკაში და მას შემდეგ, რაც გარკვეული შეკითხვები გაჩნდა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაუკვეთა შესაბამისი ექსპერტიზა იმისათვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი სპეკულაცია. შესაბამისად, როდესაც იქნება ექსპერტიზის დასკვნები, უკვე შესაძლებელი იქნება, რომ დასკვნებით ვისაუბროთ თითოეულმა ჩვენგანმა. რა თქმა უნდა, სამინისტრო გაითვალისწინებს ექსპერტების რეკომენდაციებს. რაც შეეხება გადავადებას, ეს არის სასამართლოს პრეროგატივა და სასამართლო კონკრეტული დასკვნის საფუძველზე ხელმძღვანელობს", - აცხადებს ბექა ძამაშვილი.

მან ასევე ისაუბრა მესამე პრეზიდენტის ადვოკატების განცხადებაზე, რომლის მიხედვით, სააკაშვილი მოწამლულია.

“მოწამვლასთან დაკავშირებით თვითონ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ მას არასდროს გასჩენია ეს ეჭვი. სწორედ ამ ეჭვების გამოსარიცხად დაინიშნა ექსპერტიზა. შესაბამისად, სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო. დავნიშნეთ ექსპერტიზა", - განაცხადა ძამაშვილმა.

მისი განმარტებით, როდის იქნება ექსპერტიზის დასკვნა ეს თავად ექსპერტიზის ბიუროს გადასაწყვეტია. რაც შეეხება ზოგადად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე განმარტავს, სამინისტროს პოზიცია პირველივე დღიდან იყო ის, რომ ნებისმიერ პატიმარს ჰქონდეს შესაბამისი მკურნალობა და სწორედ ამ მიზნით იმყოფება სააკაშვილი კერძო კლინიკაში.

“მას ექიმების მხრიდან მიეწოდება ყველა საჭირო მკურნალობა. ამიტომ, თუ რაიმე დამატებითი მკურნალობა იქნება საჭირო, მას ეს უნდა გაეწიოს. სამინისტრო, რა თქმა უნდა, ამას მხარს დაუჭერს და ინიციატორი იქნება, თუ ამის საჭიროება დადგება. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ექსპერტებმა და ექიმებმა უნდა მიიღონ. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, საქართველოს კანონმდებლობით პირი, რომელიც სასჯელს იხდის, ის სასჯელს უნდა იხდიდეს საქართველოს ტერიტორიაზე. თუ არის ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს უკვე სასჯელის გადავადებას მკურნალობის მიზნით, ამ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ეს წერია კანონმდებლობაში", - განაცხადა ბექა ძამაშვილმა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს კანონმდებლობის გვერდის ავლის არანაირი უფლება და პრეროგატივა არ გააჩნია, რომ რაიმე მოქმედება განახორციელოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო