ნინო ბურჯანაძე - საზოგადოება პრეზიდენტისგან მეტ გამბედაობას ითხოვს - ფაქტია, რომ ის ამ გამბედავ ნაბიჯებს ჯერჯერობით ვერ დგამს

საზოგადოება სალომე ზურაბიშვილისგან მეტ გამბედაობას ითხოვს. ფაქტია, რომ ის ამ გამბედავ ნაბიჯებს ჯერჯერობით ვერ დგამს და გასაგებია რატომაც, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნინო ბურჯანაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მართლმსაჯულება „სერიოზულ წინაღობას ქმნის“ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებით პროცესში.

ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად ამისა, საქართველომ და მისმა მოსახლეობამ პოლიტიკური კონიუნქტურით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა.

„ეს ცუდია, რადგან ქვეყანაში ყველაფერს - ყველა შეხვედრას ეტყობა ის კლიმატი, რომელიც ქვეყანაშია და ეს არ არის ნორმალური, განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფოს კლიმატი. სტატუსის მიღებას რაც შეეხება - ქვეყანაში როდესაც არიან პოლიტპატიმრები, ეს ძალიან სერიოზულ წინაღობას ქმნის ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებასთან დაკავშირებით. ერთადერთი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირმა მიიღოს მხოლოდ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, თვალი დახუჭოს იმ რეალობაზე, რომელიც არსებობს ქვეყანაში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე, არ მიუკეტოს საქართველოს ევროკავშირის კარი. სხვა თვალსაზრისით, ის ქცევა, რასაც ამჟღავნებს „ქართული ოცნება“ და ის რეალობა, რომელიც არის, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ევროკავშირმა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება.

2023 წლის ბოლომდე გადავადებაც პრობლემურია, რადგან თუ 2023 წლამდე არაფერი შეიცვალა და როგორც ჩანს, პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა აღარ ლაპარაკობს, ვფიქრობ, რომ თუ ასე გავაგრძელეთ სვლა, 2024-შიც არაფერი შეიცვლება ამ ქვეყანაში. არ მინდა ადამიანებში ნიჰილიზმი ჩავნერგო, მაგრამ გაჩუმება დანაშაულია და ამის ჩადენას არ ვაპირებ. თუ ასე მშვიდად და წყნარად მივადექით 2024 წლის არჩევნებს, საკონსტიტუციო უმრავლესობას დაიწერს ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა