ბექა დავითულიანი - თუ პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია დარჩება, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის საფრთხის ქვეშ დადგება, თუ ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ, ფრიად მხიარული მდგომარეობა იქნება

როცა წლების განმავლობაში ცდილობ, ქვეყანაში დესტრუქცია შექმნა, ეს ბუმერანგივით უკან გიბრუნდება და თავს საკუთარ პარტიასა და სოციუმში ინადგურებ, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

დავითულიანის შეფასებით, „დღეს „ნაციონალური მოძრაობა" თავს ინადგურებს“.

„არჩევნები როგორც არ უნდა დასრულდეს - თუ პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია დარჩება, "ნაციონალური მოძრაობა" დაშლის საფრთხის ქვეშ დადგება, თუ ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ, ფრიად მხიარული მდგომარეობა იქნება. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ხაბეიშვილის კანდიდატობა ღრმად არასერიოზული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა