შს მინისტრის მოადგილე არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ ძალადობის ფაქტებზე - ყველა ასეთ შეტყობინებაზე უსწრაფეს რეაგირებას ვახდენთ, რომ არცერთი დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩეს

ყველა ასეთ შეტყობინებაზე უსწრაფეს რეაგირებას ვახდენთ იმისთვის, რომ არცერთი დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განუცხადა, რითაც ბოლო დროს არასრულწლოვნების მიმართ გახშირებული სექსუალურ ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ინიციატორი იმ საკანონმდებლო ცვლილებისა, რომელიც განხორციელდა, ამგვარად კი, გამკაცრდა მიდგომები და სანქცია, პირველ რიგში, იმ პირების მიმართ, ვინც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულს ჩაიდენს.

„არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთაც კი დაწესდა. გარდა ამისა, იმ ადამიანებს, ვინც ასეთი ტიპის დანაშაულს ჩაიდენს დამატებითი მას შემდეგაც შეზღუდვები მიჰყვებათ, რაც სასჯელის მოხდას დაასრულებენ. სწორედ ამ საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო. მეორე საკითხია- რას ვაკეთებთ გამოძიების მიმართულებით. ყველა შეტყობინებაზე, თუნდაც ანონიმური ხასიათის იყოს, ან მივიღოთ სკოლიდან, საავადმყოფოდან, ან სხვადასხვა გზიდან, ჩვენ დაუყოვნებლივ ვიწყებთ გამოძიებას. სოციალური სამსახურის ყველა ის სპეციალისტი, ვისაც აქვს სათანადო ცოდნა, გამოცდილება და გადამზადება გავლილი იმისათვის, რომ დაზარალებულისთვის ამ პროცესში მონაწილეობა დამატებით ტრავმის მიმღები არ იყოს, ჩართული გვყავს. ასევე გვყავს ცალკე კოორდინატორები და გამომძიებლები, რომლებიც ამ მიმართულებით გადამზადებულები არიან და აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სწავლება გავლილი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სწრაფად და დროულად გამოვიძიოთ ეს საკითხი და დამნაშავე პირი პასუხისგებაში მივცეთ”, - განაცხადა დარახველიძემ.

მისივე თქმით, არსებობს არაერთი ე.წ. ქეისი, როდესაც ამგვარი დანაშაულის ჩამდენ პირებს მაღალი სასჯელები შეეფარდათ, ხოლო დაზარალებულებს მეტი ნდობა აქვთ პოლიციის მიმართ, არ დამალონ ამ ტიპის დანაშაული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა