ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისიაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის გაგზავნა-არგაგზავნასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის პრინციპული წინააღმდეგობა არ გვაქვს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის გაგზავნა-არგაგზავნასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის პრინციპული წინააღმდეგობა არ არის. მისი თქმით, კონსულტაციები საჭიროა.

აღნიშნულის შესახებ ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რიდესაც უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა მმართველი გუნდი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაუგზავნოს.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე განხილულია. მეორე მოსმენით განხილვის დროს, როგორც მომხსენებელმა, აღვნიშნე, რომ ჩვენთვის გასაგებია ბატონი ვარჰეის აზრი, ჩვენ გვექნება კონსულტაციები ევროპულ სტრუქტურებთან და ვართ ამ კონსულტაციის რეჟიმში. რა თქმა უნდა, რაიმე ტიპის პრინციპული წინააღმდეგობა გაგზავნა-არგაგზავნასთან დაკავშირებით არ არის. საჭიროა კონსულტაციის პროცესი. ჩვენ ვარკვევთ, თუ რა ხდება უკრაინასთან მიმართებაში, რომელმაც გაგზავნა მათ მიერ მიღებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში და მიმდინარეობს თუ არა მუშაობა ვენეციის კომისიაში იმაზე, რომ უკრაინას ამ კანონთან დაკავშირებით დასკვნა მიეცეს. ჩვენ, ამ კონსულტაციების ფარგლებში შევჯერდებით და გაგიზიარებთ პოზიციას”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს