თენგიზ ფხალაძე - თუ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ იმით, რა გააღიზიანებს და რა არ გააღიზიანებს რუსეთს, მაშინ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე

რუსეთის რეჟიმი კვლავაც სჩადის ტერორისტულ აქტებს საქართველოში, კვლავაც ახორციელებს უკანონო ქმედებებს და ეს ყველაფერი რაც ხდება უკრაინაში და სხვაგან ერთი ჯაჭვია, ამიტომ არანაირი ლოგიკური არგუმენტი იმისა, რომ ჩვენ ამას არ შევუერთდეთ, არ არსებობს - თუ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ იმით, რა გააღიზიანებს და რა არ გააღიზიანებს რუსეთს, მაშინ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების საკითხებში ექსპერტმა, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება შეაფასა.

მისი თქმით, რუსეთის ტერორიზმის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი სწორედ საქართველო იყო.

„მე ვერ ვხედავ ვერც ერთ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა შევუერთდეთ ჯაჭვს, რადგან ყველა ის საშინელება, რაზეც ლაპარაკობს მსოფლიო, ჯერ მოხდა საქართველოში და ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ამ ტერორიზმის ნამდვილად ვართ ჩვენ. ამიტომ არანაირი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ამას არ შევუერთდეთ, არ არსებობს მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო როგორც იქნა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსეთი არის სერიოზული საფრთხე და ეს არის დამნაშავე რეჟიმი, რასაც ჩვენ აქამდე ვლაპარაკობდით. ახლა ამასთან ჩვენი არ შეერთება რბილად რომ ვთქვათ გაუგებარია. მე ძალიან გამიკვირდება, რომ გავიგო არ შეერთების ლოგიკური არგუმენტი იმიტომ, რომ ამის ლოგიკური არგუმენტი არ არსებობს. ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც გრძელდება ოკუპაცია, გრძელდება ჩვენი მოქალაქეების მიმართ დანაშაული და ჩვენ არამხოლოდ ვიყავით ამის მსხვერპლი, არამედ დღესაც ვართ. ეს რეჟიმი კვლავაც სჩადის ტერორისტულ აქტებს საქართველოში, კვლავაც ახორციელებს უკანონო ქმედებებს და ეს ყველაფერი რაც ხდება უკრაინაში და სხვაგან არის ერთი ჯაჭვი, ამიტომ არანაირი ლოგიკური არგუმენტი იმისა, რომ ჩვენ ამას არ შევუერთდეთ არ არსებობს. თუ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ იმით თუ რა გააღიზიანებს და რა არ გააღიზიანებს რუსეთს, მაშინ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე“, - განაცახდა ფხალაძემ.

ევროპარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა. ევროდეპუტატების განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშები სამოქალაქო ობიექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სკოლები და თავშესაფრები, საერთაშორისო კანონს არღვევს.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
PSP განცხადებას ავრცელებს