მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია იმის უფლებამოსილება, რომ ასე დამოუკიდებლად ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩაატაროს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია იმის უფლებამოსილება, რომ ექსპრეზიდენტს დამოუკიდებლად ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტაროს.

მისი თქმით, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა შეიძლება ორ შემთხვევაში ჩატარდეს: თუ დაწყებულია წარმოება თავად სასჯელაღსრულების მიერ, მისი სასჯელისგან გათავისუფლებაზე და მეორე, თუ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, დანარჩენ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარება კანონით აკრძალულია.

„პირველი, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, როგორც იქნა, 6 თვის თავზე გაეღვიძათ გრძნობები და როგორც იქნა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ტარდება. მეორე ვნახავთ, რამდენად კანონიერად ტარდება. იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია იმის უფლებამოსილება, რომ ასე დამოუკიდებლად ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩაატაროს. ექსპერტიზა შეიძლება ჩატარდეს სააკაშვილთან მხოლოდ ორ შემთხვევაში, მისი სტატუსის მქონე ადამიანთან. ერთი, თუ დაწყებულია წარმოება თავად სასჯელაღსრულების მიერ, მისი სასჯელისგან გათავისუფლებაზე და მეორე, თუ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით. დანარჩენ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარება კანონით აკრძალულია.

ჩვენ არ დაგვიდია დასკვნა და ალტერნატიულს რატომ ატარებენ? ბავშვი არ დაბადებულა და სახელს როგორ დავარქმევთ? ჩვენ ვთქვით სადმე, რომ დავდეთ დასკვნა? ჯერ არ წარმოგვიდგენია და შეიძლება არც წარმოვადგინოთ. რა იციან ამათმა. განცხადების საფუძველზე არ აქვთ უფლება ექსპერტიზა დაიწყონ.

ამ საქმეზე ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. კარგი მეცადინეობა და მომზადება დასჭირდებათ. საკმაოდ ჭკვიანი იურისტი იღებს მეორე მხრიდან მონაწილეობას, რომელსაც პატივს ვცემ, საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია, არ გამოვრიცხავ, რომ დაწყებული იყოს წარმოება სააკაშვილის სასჯელიდან გათავისუფლებაზე.

მეორე მხარეს გამოდის საკმაოდ კვალიფიციური იურისტი - ნიკო ჩოლოყაშვილი. მე ვეტყვი ბატონ ნიკოს, თუ დარღვევით ჩაატარებენ, მერე თავად გაუხდებათ პრობლემა და კიდევ თავიდან ჩასაბარებელი იქნება. ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას კიდევ თავისი წესები გააჩნია, თუ არის გასული რაღაც თვეები, რომელზეც არ მინდა ახლა ვუკარნახო, მაშინ ჩატარებასაც აზრი არ აქვს. ერთი სიტყვით, მთელი რიგი საკითხებია. მე შევხვდები მას და გავივლით. არ მგონია, რომ სასჯელის გადავადების მიმართულებით შუამდგომლობის შეტანას ეს პროცესი გააჭიანურებს. თუ რამე ექსპერტიზა არის, კანონის ფარგლებში ჩატარდეს და ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ”,-განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო