ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილს დღეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა არ ჩაუტარდა,  რადგან ამის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პალატაში პენიტენციური დაწესებულების იურისტი და ,,ვივამედის” სამედიცინო პერსონალი იმყოფებოდა, რომელთაც მისთვის ბიოლოგიური ნიმუში უნდა აეღოთ, დაელუქათ და სამხარაულის ბიუროში წაეღოთ, მაგრამ ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ.

,,ყოველგვარი სპეკულაციის გარეშე ჩვენ ამ ადამიანებს ავუხსენით, რომ არ ჰქონდათ წარმოდგენილი სამართლებრივი საფუძველი ექსპერტიზის ჩატარების. ეს გაიგეს, შეადგინეს ამასთან დაკავშირებით ოქმი. აღნიშნეს, რომ არ არის ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი. ასეთის წარმოდგენის შემთხვევაში გამოთქვამს მზადყოფნას ჩაიტაროს ექსპერტიზა ნებიესმიერ დროს, დღესაც და ათჯერაც, რომ შემოვიდნენ.

პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებას შეუძლია ექსპერტიზა ორ შემთხვევაში ჩაატაროს - თუ აღძრულია ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ან თუ დაწყებულია წარმოება სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ თავად დეპარტამენტის მიერ. არც ერთი ასეთი საფუძველი არ გააჩნდათ. ჩვენ ავუხსენით, რომ კანონით ასე არის. ისიც ვუთხარით, რომ თუ მაინდამაინც ექსპერტიზის ჩატარება გინდათ, აგერ არის სპეციალური პენიტენციური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანიშნული ექსპერტიზა, ისინი მოვიდნენ და მათ ჩაატარონ. ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ. უარი ვთქვით იმ მოტივით, რომ ახლა ამას ჩაატარებდნენ, შემდეგ მოსამართლე ამას დაუშვებელ მტკიცებულებად ჩათვლის, მერე კიდევ თავიდან უნდა ჩაატარონ. მათ სიტყვიერად განმარტეს, ჩვენ გვინდა მონიტორინგის მიზნით ჩავატაროთ. მონიტორინგის მიზნით ამას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს”,-განაცხადა ხაჭაპურიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა