კახა კალაძე - ხელისუფლების ყველა შტო გავაკეთებთ ყველაფერს, რაც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად არის საჭირო, თუმცა შემდეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის მონიჭებაზე, ჩვენზე არაა დამოკიდებული

ხელისუფლების ყველა შტო გავაკეთებთ ყველაფერს, რაც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად არის საჭირო, თუმცა შემდეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, ჩვენზე არაა დამოკიდებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე შეძლონ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

“ხელისუფლების ყველა შტო გავაკეთებთ ყველაფერს, რაც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად არის საჭირო. თუმცა შემდეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, ჩვენზე არაა დამოკიდებული. ეს ვიცით ვისზეა დამოკიდებული და ისიც გვახსოვს, როგორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს. არანაირი ახსნა-განმარტება არ ჰქონდა ამას. ვისმენდით მხოლოდ გაურკვეველ განმარტებებს, რომ თითქოს ადგილმდებარეობას გვიწუნებდნენ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძე გამოეხმაურა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ ხელისუფლების მიმართ პრეზიდენტის კრიტიკას და განაცხადა, რომ „ამის საფუძველი არ არსებობს”.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს