ილია დარჩიაშვილი მოლდოველ კოლეგას შეხვდა

ევროკავშირის წევრობა საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია. ევროპული საბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ჩვენი ქვეყნებისთვის ფორმალურად ევროკავშირის კარი გააღო და შედეგად, ჩვენ გაფართოების პაკეტში გადავინაცვლეთ. კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა ჩვენ მიერ იმ დიდი პასუხისმგებლობის აღებით, რომელიც ევროკავშირთან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამართლებრივად მაღალი თავსებადობის უზრუნველყოფას გულისხმობს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა კიშინეუში, მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერეციაზე განაცხადა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და მოლდოვას ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელსაც ერთიანი მისწრაფებები და მიზნები კიდევ უფრო ამყარებს.

თავის გამოსვლაში მინისტრმა ასევე აღნიშნა ქართული მხარის მზადყოფნა, მაღალი დონის კოორდინაციისა და ორმხრივი გამოცდილების გაზიარების მიზნით, აქტიურად ითანამშრომლოს მოლდოვასთან ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

„მოლდოველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრეკოსნფერენციაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მონაწილეობით დაფუძნებული ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობას, რაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე სამი ქვეყნის გამორჩეულ პარტნიორობას ნათლად წარმოაჩენს.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია როგორც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების, ისე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობის შესახებ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს შეეხო.

"მსურს შემთხვევით ვისარგებლო და უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ დავუდასტურო",- განაცხდა მინისტრმა.

მან ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ორმხრივ ურთიერთობაზე საუბრისას განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღს - 30 წლისთავს, როგორც ორმხრივი დინამიური ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასვლისა და გააქტიურების კარგ შესაძლებლობას. ამ მხრივ, მხარეები მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას მიესალმნენ და ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით, საქართველოში მოიწვია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს