სანდრო რაქვიაშვილი - პრეზიდენტმა შეიძლება გადაწყვეტილება მაშინ შეიცვალოს, თუ ზუსტად გვეცოდინება, რომ სააკაშვილი მართლა სიკვდილის პირას არის -  ზოგადად, პრეზიდენტი ამ „ქოც-ნაცურ“ ბრძოლაში არ ერევა

პრეზიდენტმა შეიძლება გადაწყვეტილება მაშინ შეიცვალოს, თუ ზუსტად გვეცოდინება, რომ სააკაშვილი მართლა სიკვდილის პირას არის - თუ დააკვირდებით, პრეზიდენტი ზოგადად, ამ „ქოც-ნაცურ“ ბრძოლაში არ ერევა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, პოლარიზაცია არ გაღრმავდება.

რაქვიაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ბევრ ტყუილს ავრცელებენ.

„მე საერთოდ არ მომწონს, როგორ იმართება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისგან ეს პროცესი. რამდენი მცდარი ინფორმაცია გავიგეთ ამ პერიოდში? რამდენჯერ რაღაც დიაგნოზი გაჟღერდა, რომელიც მერე აღმოჩნდა, რომ ტყუილია? გარედან რომ აკვირდები, მე ნამდვილად დავიჯერებ, რომ სააკაშვილი თავს კარგად არ გრძნობს და რაღაც დაავადებები აქვს, მაგრამ მისი მხარდამჭერები ამას როგორც ახმოვანებენ, მე მგონი, უბრალოდ თვითონ ებრძვიან სააკაშვილს, იმიტომ რომ ფაქტობრივად, ისეთ გარემოს ქმნიან, სადაც იმდენი ტყუილია ნათქვამი, რომ შენ თუ გულწრფელად გინდა გაიგო რა ხდება, ვერ ხვდები.

პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეიძლება მაშინ შეიცვალოს თუ ზუსტად გვეცოდინება, რომ სააკაშვილი მართლა სიკვდილის პირას არის, მაგრამ ამ ვითარებაში ვხედავთ, რომ ადვოკატი ერთს ამბობს, ოჯახის წევრი - მეორეს, პარტიის წევრები - მესამეს, ექიმები - მეოთხეს, „ქოცები“ კიდევ რაღაცას თავისას უმატებენ. აქ როგორ უნდა გაარკვიო რა ხდება? მე მგონი, ეს უნდა გამოასწორონ, რომ ადვოკატებმა და პარტიის წევრებმა ერთი და იგივე მაინც ილაპარაკონ, რომ გასაგები იყოს, მიშას მხარე რას ფიქრობს“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა