მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი მოლდოვას პრემიერ-მინისტრს, ნატალია გავრილიცას შეხვდა

მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნატალია გავრილიცას შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის კარგი დინამიკა, რაც ორი ქვეყნის კავშირების შემდგომ გამყარებასა და გაღრმავებას ხელს უწყობს.

ასევე აღინიშნა საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ხელშესახები შედეგები, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებაში გამოიხატა. ამასთან, ხაზი გაესვა ამ კუთხით შემდგომი თანამშრომლობის აუცილებლობას, მათ შორის, როგორც ევროკავშირის რეკომენდაციების, ისე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესში. აღინიშნა ამ მიმართულებით ურთიერთ გამოცდილების გაზიარების და კოორდინაციის მნიშვნელობა.

„მოლდოვას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ორმხრივი ურთიერთობის არსებულ დღის წესრიგსა და მისი გაღრმავების შესაძლებლობას დაეთმო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზე და ამ მხრივ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვაზე მუშაობა დაიწყება.

შეხვედრაზე ასევე სატრანსპორტო-ტრანზიტული მარშრუტების ეფექტიანი გამოყენების კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა