არჩილ თალაკვაძე რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე - საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის რეჟიმს თავისი სახელი ევროსასამართლოში დაარქვა - კარგია, რომ გვიან, მაგრამ მაინც, ევროპარლამენტმა ამაზე რეაგირება გააკეთა

აქართველოს ხელისუფლებამ პუტინის რეჟიმს თავისი სახელი ევროსასამართლოში დაარქვა და იქ არის უმძიმესი შეფასებები - კარგია, რომ გვიან, მაგრამ მაინც, ევროპარლამენტმა ამაზე რეაგირება გააკეთა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ, რუსეთის ქმედებებისთვის სამართლებრივი სახელების დარქმევისთვის, საერთაშორისო სასამართლოში ბევრად ადრე იბრძოლა, ვიდრე ევროპარლამენტი რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ რეზოლუციას მიიღებდა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, ევროპარლამენტს რეზოლუცია თავის დროზე რომ მიეღო, დღეს მთელი დასავლეთი ამ პრობლემების მოგვარების პროცესში ბევრად წინ იქნებოდა.

„საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის რეჟიმს თავისი სახელი ევროსასამართლოში დაარქვა და იქ არის უმძიმესი შეფასებები. ოკუპაცია, ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები გრძელდება ჩვენს ტერიტორიაზე და კარგია, რომ გვიან, მაგრამ მაინც, ევროპარლამენტმა ამაზე რეაგირება გააკეთა. ეს რომ თავის დროზე მომხდარიყო, როდესაც საქართველოში მოხდა ოკუპაცია, როდესაც საქართველოში დაირღვა იგივე, რაც დღეს დიდი მასშტაბით უკრაინაში ირღვევა, მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ, მთელი ევროპა, დასავლეთი ამ პრობლემების მოგვარების პროცესში უფრო წინ ვიქნებოდით, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა