კახა ქემოკლიძე - „ქართული ოცნება“ საკუთარ თავზე დაირქმევს ტერორისტულ სახელმწიფოს, ვიდრე რუსეთს დაარქმევს  - დღევანდელი  პოზიციონირება გამოიყურება როგორც გაჭედილი ადგილი  სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის

მმართველი პარტიის დღევანდელი პოზიციონირება გამოიყურება როგორც ადგილი გაჭედილი სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციონირებასთან დაკავშირებით, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

კახა ქემოკლიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეს დაემართა, რადგან სწორად პოზიციონირებისთვის არც კომპეტენცია ეყო და არც გამბედაობა.

„არც იქით არიან და არც აქეთ და ეს იმიტომ მოუვიდათ, რომ არც კომპეტენცია ეყოთ და არც გამბედაობა, რომ „ზემოთ“ შეწინააღმდეგებოდნენ ღრმა კონსპირაციით გაჯერებულ თეორიებს, რომ მაგიდაზე დებდნენ და შემდეგ როგორც საკენკს, ისე უყრიდნენ ადამიანებს. ამბობდნენ, რომ ეს ასეა და ესენიც თავს უქნევდნენ“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

კახა ქემოკლიძე გადაცემაში არჩილ თალაკვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უკრაინას საერთაშორისო არენაზე საქართველოს მხარდაჭერა არ აკლია.

ქემოკლიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის მხარდამჭერი მთელი პროცესი „მიშა-გრიშამდე“ დაიყვანა.

„მე ბატონ თალაკვაძეს და „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავებს დავუსვამდი ერთ მარტივ კითხვას, პოლიტიკურ დონეზე რა ტიპის მხარდაჭერა აქვთ გამოცხადებული უკრაინისთვის? მაგალითად, რომელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი არის ნამყოფი უკრაინაში, ვინც შეხვდა ბატონ ზელენსკის და აქვს გაცხადებული, რომ სანამ ეს დაგემართებოდათ თქვენ, მანამ ვიყავით ჩვენ... პარლამენტის თავმჯდომარე იყო იმიტომ, რომ იძულებული გახდა წასულიყო, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არასდროს არავინ ყოფილა.

„ქართული ოცნების“ პრობლემა რა არის იცით? უკრაინის მხარდამჭერი მთელი პროცედურა და პროცესები დაიყვანეს მიშა-გრიშამდე, ვუტრირებ, მაგრამ რეალურად ეს დადეს მაგიდაზე. უკრაინა გაუტოლეს ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მხარდაჭერას“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

კითხვაზე, რა პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების საკითხზე, კახა ქემოკლიძე პასუხობს, რომ “„ქართული ოცნება“ საკუთარ თავზე დაირქმევს ტერორისტულ სახელმწიფოს სტატუსს, ვიდრე რუსეთის ფედერაციას დაარქმევს იმიტომ, რომ მათ ამის არც კომპეტენცია და არც გამბედაობა არ აქვთ“.

კახა ქემოკლიძის თქმით, საქართველოს აქვს უნიკალური შანსი დადგეს ცივილიზებული დასავლეთის მხარეს.

„ჩვენ არ მივესალმებით სხვადასხვა მოწოდებების დონეზე ან გაღიზიანებას ან ზედმეტ კრიტიკას რუსეთისას, მაგრამ დღეის მოცემულობით გეოპოლიტიკური კონტექსტი არის შეცვლილი და ეს გვკარნახობს იმას, რომ საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, რომ დადგეს ცივილიზებული დასავლეთის მხარეს და ამავე დროს ცივილიზებული დასავლეთი დაავალდებულო შემდეგ გეოპოლიტიკური შესაძლებლობის გახსნილი ფანჯრების ფონზე, საქართველო მომენტალურად გადაიყვანოს უსაფრთხო ადგილას“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა