არჩილ თალაკვაძე - მერაბიშვილს უპასუხებენ თავისი მხარდამჭერები, ჩვენ ამ ადამიანზე კომენტარების კეთების დრო არ გვაქვს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის აზრით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადება: „ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“, არა „ქართული ოცნების“, არამედ საკუთარი მხარდამჭერების მისამართით იყო გაკეთებული.

თალაკვაძე მერაბიშვილის მიერ, „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განთავსებულ „პოსტს“ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ გამოეხმაურა.

„ეს შემოუთვალა იმ თავის მხარდამჭერებს, რომელთაც ჯერ კიდევ სჯერათ მერაბიშვილის „ნაცმოძრაობის“, მერაბიშვილის ჩატარებული რევოლუციის და მერაბიშვილის იდეალების, მაგრამ იმ ადამიანებს რამდენად სჯერათ მერაბიშვილის შეძახილის, ამას გვაჩვენებს ეთერები - ბატონი ბარნოვი გამოდის, გაოცებულია, „რა გამოიწერა და რა ჩამოუვიდა „ნაციონალურ მოძრაობას“ „ლიდერშიფში“; ბატონი დოლიძე გამოდის და ამბობს, რომ საოცრება ხდება და მიუღებელია; ქალბატონი დეკანოიძე პრაქტიკულად შეფარული ქვეტექსტით ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ლიდერებს ვერ ხედავს როგორც რეალურ ლიდერებს მომავალში ამ პარტიისთვის. ამიტომ მერაბიშვილს უპასუხებენ თავისი მხარდამჭერები, ჩვენ ამ ადამიანზე კომენტარების კეთების დრო არ გვაქვს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა მერაბიშვილის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებამ „ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებზე დაასხას წყალი, რადგან მმართველ პარტიას საშუალება ექნება ეს მერაბიშვილის დროინდელ დანაშაულებზე ახალი შემართებით საუბრისთვის გამოიყენოს, თალაკვაძემ აღნიშნა: „ქართული ოცნებისთვის“ წყალი, წყლის დასხმა და ძალა არის პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოების მხარდაჭერა, მეორე ის, რომ ჩვენ ვცდილობთ სამართლიანი პოლიტიკა გავატაროთ და არა ყალბი პოლიტიკა“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს