საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში იმყოფება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში იმყოფება.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან, ფრანსუა ბაუსხთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-ლუქსემბურგის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ვიცე-პრემიერს საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოს შესახება ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე ესაუბრა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში საქართველოს როლის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.

ლუქსემბურგულმა მხარემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა.

„ნაყოფიერი დისკუსია გავმართეთ ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან. გვქონდა საგნობრივი განხილვა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯების შესახებ. მასპინძელმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს როგორც ნატო-ს წევრობას, ასევე, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. დაინტერესდნენ საქართველოს ხედვით ევროპული უსაფრთხოების შესახებ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ოფიციალური ვიზიტით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები - ირაკლი ქადაგიშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი იმყოფებიან.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება