შალვა პაპუაშვილი - გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა პორტუგალიის პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან

შეხვედრა გვქონდა პორტუგალიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებთან. გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა პორტუგალიის პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენთვის საინტერესოა მათი დახმარება და გამოცდილება და მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ მათგან ვგრძნობთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფება.

შალვა პაპუაშვილის თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს, ისაუბრეს პორტუგალიის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, პორტუგალია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარლამენტებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, რათა პორტუგალიის მხარდაჭერით საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს მიაღწიოს.

„გარდა ევროპული ინტეგრაციისა, პორტუგალია ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია არაღიარების პოლიტიკაში პორტუგალიურენოვან ქვეყნებთან ურთიერთობაში. ამ მხრივ, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით პრაქტიკულ დახმარებას მათი მხრიდან და ესეც, რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პარლამენტებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს. მეგობრობის ჯგუფი ახლა უკვე დაკომპლექტდა პორტუგალიის პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, მეგობრობის ჯგუფებს და კომიტეტებს შორის ურთიერთობების მეშვეობით ჩვენ გვექნება ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა, იმისთვის, რომ ეს ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომელიც არის პორტუგალიისგან, დარჩეს ასეთად და მათი დახმარებით მივაღწიოთ იმ პროგრესს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს