საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა გოგოლაძე - ერთადერთი, რა კუთხითაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში ზრდა ფიქსირდება, არის ხელფასების საკითხი, სხვა ყველა მიმართულებით გვაქვს საგრძნობი კლება

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა გოგოლაძის განცხადებით, ბიუჯეტი, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ წარადგინა, „შარშანდელი ბიუჯეტის ინერციით გაგრძელებაა“.

როგორც მან თბილისის საკრებულოში აღნიშნა, არსებული გამოწვევები, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით კვლავ მოუგვარებელი რჩება.

„დღეს განიხილება მომავალი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ეს არის 2023 წლის ბიუჯეტი. რაც მე ვნახე, ის ბიუჯეტი, რომელიც მთავრობამ წარადგინა, შარშანდელი ბიუჯეტის ინერციით გაგრძელებაა. „ქართული ოცნება“ მანიპულირებს, როდესაც ამბობს, რომ თითქოს ბიუჯეტი იზრდება. სინამდვილეში, მიმდინარე ბიუჯეტთან შედარებით ის 121 მილიონით იკლებს. ერთადერთი, სადაც ზრდა ფიქსირდება, ეს არის ხელფასების საკითხი. სხვა ყველა მიმართულებით, როგორებიცაა სოციალური, რეკრეაციული, გამწვანების ნაწილი გვაქვს საგრძნობი კლება. ერთადერთი, სადაც დაფინანსება გაიზარდა, ბიუროკრატია და ხელფასებია. ძალიან ბევრი გამოწვევა, როგორიცაა უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო საკითხები, ამ ბიუჯეტით კვლავ მოუგვარებელი რჩება“, - განაცხადა ანა გოგოლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა