მიხეილ დაუშვილი - ორივე მხარე - „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ თავისი ოლიგარქების დაცვას ცდილობს

მგონია, რომ ორივე მხარე „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ოლიგარქების დაცვას ცდილობს - ერთსაც და მეორესაც სურს, თავისი ოლიგარქი, ფორმალური მმართველი თუ რასაც დავარქმევთ, თავისი ინიცირებული კანონით დაიცვას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციას ცალკე აღებული კანონი ვერ უზრუნველყოფს და ამისთვის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაა საჭირო.

„ცალკე აღებული კანონი, რაც არ უნდა კარგი იყოს, დეოლიგარქიზაციას ვერ უზრუნველყოფს. დეოლიგარქიზაციისთვის აუცილებელია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. ეს არის სასამართლო, პროკურატურის და საგამოძიებო სისტემის გათავისუფლება გავლენის ჯგუფების გავლენებისგან“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა