ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ოცნების“ კანონპროექტს მხარი არ დავუჭირეთ და „ნაციონალური მოძრაობისას“ მითუმეტეს არ დავუჭერთ - „ოცნების“ კანონპროექტი გადაწერეს, რიცხვები შეცვალეს, რაღაცები დაამატეს - ეს არასერიოზულია

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.

მისი თქმით, ვიღაც ადამიანების დასჯა გამოსავალი არაა და ამის ნაცვლად მნიშვნელოვანი ინსტიტუციების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს.

„ევროპელები გვეუბნებიან, რომ უნდა შევამციროთ გადამეტებული გავლენები ინსტიტუციებზე. ე.ი. ფაქტობრივად, ჩვენ უნდა შევქმნათ წესრიგი, სადაც ინსტიტუციები არიან დამოუკიდებლები და არავის უჩნდება ეჭვი, რომ რომელიმე ადამიანს აქვს გადამეტებული გავლენა. უნდა შევხედოთ სასამართლოს, პროკურატურას და სხვა მნიშვნელოვან ინსტიტუციებს - ვნახოთ, რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ მათ და როგორ უნდა უზრუნველვყოთ მათი დამოუკიდებლობა. ეს არის გამოსავალი. ამის ნაცვლად ვცდილობთ, ვიღაც ადამიანები დავსაჯოთ, შევზღუდოთ რაღაც უფლებებში. არ მგონია, ეს გამოსავალი იყოს. პუნქტები ისეა დალაგებული, რომ დანარჩენი პუნქტები რომ შეგვესრულებინა, არანაირი კითხვა არ დარჩებოდა ოლიგარქიზაციის ნაწილში. გამოდის, რომ პუნქტები, თუნდაც სასამართლოსთან დაკავშირებით, არ შევასრულეთ და ახლა ვიღებთ კანონს, რომელიც არაფერს შეცვლის. „ოცნების“ კანონპროექტს მხარი არ დავუჭირეთ და „ნაციონალური მოძრაობისას“ მითუმეტეს არ დავუჭერთ. „ოცნების“ კანონპროექტი გადაწერეს, რიცხვები შეცვალეს, რაღაცები დაამატეს - არასერიოზულია ეს“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა