გარდაცვლილი ზურაბ გველესიანის ოჯახის წევრები ყოფილი დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენით კმაყოფილები არიან

გარდაცვლილი ზურაბ გველესიანის ოჯახის წევრები ყოფილი დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით კმაყოფილები არიან.

როგორც გარდაცვლილის დედა, ინგა გველესიანი აღნიშნავს, მისთვის ეს განაჩენი მოულოდნელი არ ყოფილა.

"კმაყოფილი ვარ, ველოდი ამ გადაწყვეტილებას. მაქსიმუმი მინდოდა, მაგრამ არაუშავს, იქნებ გარემოებები გამოვლინდეს, დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ უფრო მკაცრად დაისაჯოს",- განაცხადა გველესიანმა.

ცნობისთვის, ბრალდებული დეტექტივი, ერიკ წურწუმია, რომლის საპოლიციო ღონისძიებასაც 30 წლის ზურაბ გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს