ახალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს

ახალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. ამ თემაზე პოზიციების შეჯერებისა და შეთანხმების მიზნით ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის სამუშაო კაბინეტში შეიკრიბნენ ოპოზიციონერი დეპუტატები: ხატია დეკანოიძე, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე, სანდრო რაქვიაშვილი, ალეკო ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ბექა ლილუაშვილი.

ოპოზიციას უმრავლესობიდან მიხეილ სარჯველაძე და მამუკა მდინარაძე ხვდებიან. სახალხო დამცველის პოსტზე "ლელომ", "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "რეფორმების ჯგუფმა" პარლამენტს ასარჩევად ანა აბაშიძის, ნაზი ჯანეზაშვილისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურები შესთავაზა. პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეები" ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად 19-ვე კანდიდატი წარადგინა. "გირჩი" ამ პოსტზე მათივე თანაგუნდელს იაგო ხვიჩიას კანდიდატურას უჭერს მხარს. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ფრაქციას ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა არ წარუდგენია. ამასთან, არსებული ინფორმაციით, უმრავლესობაში ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, წარდგენილთაგან რომელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს.

სახალხო დამცველი ასარჩევად სულ მცირე 90 ხმაა საჭირო. ჯერ კიდევ მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უფლებამოსილება დეკემბრის დასაწყისში ეწურება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს