ყოფილი დეტექტივის, ერიკ წურწუმიას საქმის პროკურორის განცხადებით,სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ თუ არა, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც განაჩენი ჩაბარდებათ

ყოფილი დეტექტივის, ერიკ წურწუმიას საქმის პროკურორის, ლევან ქუთათელაძის განცხადებით, სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღის საშუალებით სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა, რასაც გაუფრთხილებელი გასროლა მოჰყვა.

პროკურორის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში გაასაჩივრებენ თუ არა, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც განაჩენი ჩაბარდებათ.

„სასამართლომ ბრალდების მხარის არგუმენტაცია სრულად გაიზიარა და აწ უკვე ყოფილი პოლიციის თანამშრომელი დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სამსახურეობრვი უფლებამოსილების გადამეტებასა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში. სასჯელს რაც შეეხება, 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, შესაბამისად, სასამართლომ ბრალდებულს ამ ფარგლებში მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენის გასაჩივრებას რაც შეეხება, როცა ჩაგვბარდება განაჩენი, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, სასჯელის ნაწილში გასაჩივრებასთან დაკავშირებით.

დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურებული იქნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომელს არ ჰქონდა უფლება ცეცხლსასროლი იარაღის მეშვეობით პირის შებოჭვა განეხორციელებინა. "პოლიციის შესახებ კანონის" არც ერთი მოთხოვნა არ არსებობდა, რაც მსჯავრდებულს უფლებას მისცემდა, ცეცხლსასროლი იარაღი გამოეყენებინა კონკრეტულ სიტუაციაში. კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციელმა "პოლიციის შესახებ კანონის" მოთხოვნები არ დაიცვა, რითაც სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა, რის გამოც ეს შედეგი დადგა",- განაცხადა ქუთათელაძემ.

ცნობისთვის, ბრალდებული დეტექტივი, ერიკ წურწუმია, რომლის საპოლიციო ღონისძიებასაც 30 წლის ზურაბ გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა