საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ" მონრეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილება" და თანდართული კანონპროექტები განიხილა.

საკითხი განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

კიგალის ცვლილებების რატიფიცირებით, საქართველო აღიარებს ცვლილებებით მონაწილე სახელმწიფოს მიმართ დადგენილ მოთხოვნებს და ვალდებულებებს, რათა შემცირდეს მაღალი გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე ნივთიერებების გაფრქვევა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული რისკები.

ცვლილებების მთავარი მიზანია მაღალი გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე ჰიდროფტორნახშირბადების მოხმარებისა და გაფრქვევების ეტაპობრივი შემცირება დაბალი ან ნულოვანი გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე ალტერნატივების წახალისების გზით. ოქმი ადგენს ჰიდროფტორნახშირბადების ჩამონათვალს და მათი წარმოებისა და მოხმარების შემცირების მოთხოვნებს.

კიგალის ცვლილებებთან საქართველოს შეერთება იწვევს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ"; „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"; „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ"; „გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანას და ასევე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებას.

„ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. ახლა, როდესაც საქართველო ევროპული პერსპექტივის საშუალებით აღიარებულია ევროკავშირის მომავალ წევრად, მნიშვნელოვანია, რომ ევროპისთვის პოლიტიკურად ყველაზე მტკივნეულ და საჭირო თემასაც შევეხმიანოთ და დავაჩქაროთ იმ საკანონმდებლო ბაზების რეფორმა, რამაც უნდა გააადვილოს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია", - განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა.

კომიტეტის წევრებმა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ" მონრეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილებას" და თანდართულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა